შაბათის სკოლის მე-6 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგები !
- 21 მაისი, 2026
ძვირფასო მოსწავლეებო და მშობლებო,
გთავაზობთ შაბათის სკოლის მე-6 კლასის მათემატიკის ოლიმპიადის პირველი ტურის საბოლოო შედეგებს:
სააპელაციო განაცხადების განხილვის შემდეგ პირველადი შედეგები დარჩა უცვლელი.
ოლიმპიადის ფინალურ ტურში მონაწილეობის უფლება აქვს 119 მოსწავლეს, რომლებმაც პირველი ტურის შედეგად დააგროვეს 14 ან მეტი ქულა.
ოლიმპიადის ფინალური ტური ჩატარდება 2026 წლის 26 მაისს, სსიპ ვლადიმირ კომაროვის თბილისის ფიზიკა-მათემატიკის N199 საჯარო სკოლაში (თბილისი, ვაჟა-ფშაველას N49);
ადგილზე რეგისტრაცია დაიწყება 9:30 საათიდან, ოლიმპიადა დაიწყება 10:00 საათზე.
ფინალურ ტურში მოსწავლეებს მიეცემათ დახურულბოლოიანი ტესტი, რომელშიც იქნება 25 ამოცანა. სამუშაო დრო - 2,5 საათი.
ოლიმპიადაში გამარჯვებულები გამოვლინდებიან ფინალურ ტურში მონაწილე მოსწავლეებიდან.
კომაროვის სკოლა გისურვებთ წარმატებას!
